ბეჭდვა |/ დახურვა |
საია აცხადებს კონკურსს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი, 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თანაშემწეს/სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 8, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 22 პირი, რომლებიც საქმიანობას დაიწყებენ 2018 წლის 1 მაისიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.
თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:
** იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა;
** სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
** საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
** ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება.
** კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
კონკურსის ეტაპები:
კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად:
** კონკურსის პირველი ეტაპზე (წერითი გამოცდა) - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.
** კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.
განაცხადების მიღება:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონულ მეილზე: info@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:
** განაცხადი (იხ. მიმაგრებული დოკუმენტი); http://jobs.ge/168782/
** იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანერებული).
მეილის "subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება ("სისხლის სამართალი" ან "სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი").
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.
დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ნონა ქურდოვანიძე.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15
ტელ: 2-99 50 76; 2-93 61 01 (145)