ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-10

ვაკანსია „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტში გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე

სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.

განაცხადების მიღების ვადა: 29.05.2018

გაყიდვების კონსულტანტი სერვის ცენტრის მომხმარებლებს უწევს კონსულტაციას დისტანციური არხების (ინტერნეტ ტერმინალი, Express Pay-ს აპარატი და ბანკომატი) შესახებ და ეხმარება მათი გამოყენებისას.

ძირითადი მოვალეობები:
• სერვის ცენტრში შემოსულ მომხმარებლებთან პირველადი გასაუბრება პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება;
• დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
• რიგების მართვა; რიგში მდგარი მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისების (ინტერნეტბანკი, Express
Pay-ს აპარატი ან ბანკომატი) შეთავაზება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:
სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული;

სამუშაო გამოცდილება:
სასურველია, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
• ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• მომსახურების და გაყიდვების უნარები;
• კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები - აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
• გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა.

ბენეფიტები:

ტრენინგების დაწყებისთანავე ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება, ანაზღაურება ხელფასის სახით 300ლარი.

ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ირთვება სამოტივაციო სისტემა, რომლის ფარგლებში თანამშრომლებს აქვთ, შესაძლებლობა პრემიის გამომუშავების.

სააპლიკაციო პროცედურა:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
და/ან საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: expressjobs@bog.ge.

Print

« იხ. ყველა სიახლე