ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-02

დეველოპერის ვაკანსია, თიბისი ბანკი

თიბისი ბანკი აცხადებს დეველოპერის ვაკანსიას სტრატეგიული პროექტების გუნდში როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
განაცხადების მიღების ვადა: 04.04.2018

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
კატეგორია: IT
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო საათები
სტანდარტული გამოცდილების ტიპი: სპეციალისტი

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ
თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული დეველოპერი, უზომოდ გიყვარს ახალი ტექნოლოგიების გარჩევა და ახლი პროგრამების/გადაწყვეტების შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები
10 კაციანი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ახალი და ინოვაციური საბანკო აპლიკაციის შექმნაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესეს.

შენ უზრუნველყოფ აპლიკაციის არქიტექტურის გუნდთან ერთად შემუშავებას, შექმნას და ტესტირებაში დახმარებას.

შენ დაგევალება
• სხვადასხვა ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი;
• გამართული და განვრცობადი არქიტექტურის აგება;
• აპლიკაციის გამართულად მუშაობის და ხარისხისა უზრუნველყოფა;
• გუნდთან ერთად მუშაობა ახალი მახასიათებლების განსაზღვრის, დადიზაინებისა და გამართვის თაობაზე;
• ხარვეზების აღმოფხვრა და აპლიკაციის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება; 
• მოწოდებული ტექნიკური ამოცანების შეფასება, დიზაინი და განხორციელება;
• ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება;
• განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა;
• სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;

უნდა გქონდეს
• რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft T-SQL);
• NET პლატფორმაზე პროგრამირების ცოდნა და გამოცდილება;
• Web პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა (HTML, CSS, Javascript, XML);
• ბიზნეს პროცესების მოდელირების გამოცდილება.
• აპლიკაციის დეველოპმენტის სრული ციკლის გამოცდილება.

კარგი იქნება, გქონდეს
• Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
• წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• დეტალებზე ოროენტირებულობა;
• ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრისკენ მომართული აზროვნება;
• საბანკო ტერმინოლოგიის ცოდნა კომპენსაცია და ბენეფიტები;
• თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი;
• შვებულების 24 დღე;
• სუპერ სასიამოვნო გარემო;
• ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ მისამართზე http://career.tbcbank.ge/Job/2411: არა უგვიანეს 4 აპრილისა .

Print

« იხ. ყველა სიახლე