ბეჭდვა |/ დახურვა |
კომპანია BDO Solutions აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას კონსულტანტის პოზიციაზე დანერგვების განყოფილებაში.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კადრი დასაქმდება კომპანიაში.
ფუნქცია/მოვალეობები:
• ERP პროდუქტების დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
• სამუშაო ფაილების მომზადება;
• კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
• კლიენტებისგან სხვადასხვა ინფრომაციის გამოთხოვა;
• პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
• ტექნიკური დავალებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც;
• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
• ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
• სასურველია რუსული ენის ცოდნა
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „დანერგვების კონსულტანტი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26.04.2018
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.