ჰოლდინგული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ფიზიკის მიმართულების
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.
თეგეტა მოტორსი თანამშრომლობს აკუმულატორების მწარმოებელ მსოფილოს წამყვან ბრენდებთან.
სტაჟირება გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას:
• კომპანია უზრუნველყოფს სწავლებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრენერებთან.
• სწავლება მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას რეალურ სამუშაო გარემოში.
სტუდენტებთან თანამშრომლობა შესაძლებელია მოქნილი სამუშაო გრაფიკით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: M.chokheli@tegetamotors.ge
2018 წლის 10 იანვრის
ჩათვლით.