2017-12-26

ანაზღაურებადი სტაჟირება, თეგეტა მოტორსი

ჰოლდინგული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ფიზიკის მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.
თეგეტა მოტორსი თანამშრომლობს აკუმულატორების მწარმოებელ მსოფილოს წამყვან ბრენდებთან.
სტაჟირება გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას:
• კომპანია უზრუნველყოფს სწავლებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრენერებთან.
• სწავლება მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას რეალურ სამუშაო გარემოში.

სტუდენტებთან თანამშრომლობა შესაძლებელია მოქნილი სამუშაო გრაფიკით. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: M.chokheli@tegetamotors.ge 2018 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
Print

« იხ. ყველა სიახლე