ბეჭდვა |/ დახურვა |
სს "ქართული ლუდის კომპანია", ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანსიას.
სს "ქართული ლუდის კომპანია" არის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით.
ადგილმდებარეობა: მცხეთა, სოფ. საგურამო.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
განაცხადების მიღების ვადა: 30.04.2018
ძირითადი მოვალეობები:
** რეპორტების მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის მართვასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსური / ბიზნესის ადმინისტრირების / ეკონომიკური განხრით; მაღალი შედეგებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა - Excel;
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.
ჩვენს კომპანიაში მუშაობის უპირატესობები:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** გუნდური სამუშაო გარემო.
** სავარაუდო ანაზღაურება: 500-დან 1000 ლარამდე (კვალიფიკაციის მიხედვით).
** თანამშრომლების პაკეტი, ასევე, მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, ტრანსპორტირებას დიდუბიდან სამუშაო ადგილამდე (ტრანსპორტირების დრო: 20 წთ).
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: finance@geobeer.ge. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად ("უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი"). მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. აპლიკაციების განხილვა მოხდება რეზიუმეების მიღების პარალელურ რეჟიმში.