ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-12-17

კომპანია ბიდიო  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  Sap Business One– ის მხარდაჭერის განყოფილებაში

კომპანი


 

ბიდიო არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია , რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს , იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს . 200- ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით , რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი , ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე -3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის .

ადგილმდებარეობა

. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება

სტაჟიორი , SAP- ის მხარდაჭერის განყოფილება

ხანგრძლივობა

6 თვე - კანდიდატები , რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან , დასაქმდებიან კომპანიაში

 

სამუშაო საათები

სრული სამუშაო გრაფიკი , ორშაბათი - პარასკევი

აღწერა

  ფუნქცია / მოვალეობები

 

·          SAP- ის კლიენტების მხარდაჭერაში მონაწილეობის მიღება

·          ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა

·          პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის მიზნით ინფორმაციის მიღება / დამუშავება

·          მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა

·          სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა

·          სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

 

 

მოთხოვნები :

·          განათლება ფინანსების , ეკონომიკის ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით ( დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები )

·          სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა

·          ინგლისური ენის ცოდნა ( წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია )

·          MS Office- ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

·          ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

·          გუნდურად მუშაობის უნარი

·          ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

ის კანდიდატები , რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს , გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს :

 

I ტესტირება

II გასაუბრება

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ , Subject- ში მიუთითოთ სტაჟიორი - მხარდაჭერა “. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 . 25 .201 9

 

გთხოვთ , გაითვალისწინოთ , რომ თქვენ მიერ ვაკანსიის / სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან / და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს ( დამფუძნებელი / შვილობილი კომპანიები ) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული ( გადმოგზავნილი ) რეზიუმეს ან / და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება , მათ შორის ბაზაში შენახვა , არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე . აღნიშნულის მიზანია , სამომავლოდ , შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში , გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც . იმ შემთხვევაში , თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს ( აც ) ასეთ შემთხვევაში , თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით , მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა . მნიშვნელოვანია , აცნობიერებდეთ , რომ უკანასკნელ შემთხვევაში , ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ .

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე