ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-30

სამედიცინო ზარალების მომსახურების კონსულტანტის ვაკანსია, სადაზღვევო კომპანია „იმედი L“

 სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ მედიცინის ფაკულტეტის IV, V და VI კურსის სტუდენტებისათვის აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მომსახურების კონსულტანტის თანამდებობაზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 04 მაისი, 2018 წელი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00; შაბათი 10:00 – 14:00
სამუშაო პერიოდი: 01/06/2018 – 15/09/2018

ძირითადი მოვალეობები:
• სერვისცენტრში მისული მომხმარებლების მომსახურება და მათი სადაზღვევო შემთხვევების მართვა;
• დაზღვეულების მიერ წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება და ჩაბარება;
• სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული ასახვა;
• გარკვეული ლიმიტის ფარგლებში (ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება; 
• მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
• მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განიხილებიან მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები;
• MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
• თავაზიანი;
• გაწონასწორებული;
• მომსახურებაზე ორიენტირებული;
• აქტიური, ენერგიული;
• კომუნიკაბელური;
• დეტალებისადმი ყურადღებიანი;
• რთული შემთხვევების მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

Print

« იხ. ყველა სიახლე