![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
განაცხადის მიღების ვადაა: 26 დეკემბერი, 2017 წელი
ძირითადი მოვალეობები:
• დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება;
• სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა;
• დაზღვულის კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა;
• კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
• დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
• ზარების გადამისამართება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• MS Office პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
• გამართული მეტყველება;
• თავაზიანი;
• მომსახურებაზე ორიენტირებული;
• აქტიური, ენერგიული;
• კომუნიკაბელური;
• დეტალებისადმი ყურადღებიანი;
• დაკვირვებული.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.