2017-12-14

ვაკანსია სამედიცინო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

განაცხადის მიღების ვადაა: 26 დეკემბერი, 2017 წელი

ძირითადი მოვალეობები:

• დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება; 
• სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა;
• დაზღვულის კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა;
• კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
• დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
• ზარების გადამისამართება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• MS Office პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

• გამართული მეტყველება;
• თავაზიანი;
• მომსახურებაზე ორიენტირებული;
• აქტიური, ენერგიული;
• კომუნიკაბელური;
• დეტალებისადმი ყურადღებიანი;
• დაკვირვებული.

 დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ  გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.


Print

« იხ. ყველა სიახლე