ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-16

სტაჟირება საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე, სს "ჯეოკაპიტალი"

სს "ჯეოკაპიტალი" აცხადებს საკრედიტო ექსპერტის სტაჟირების პროგრამას თბილისის და ქუთაისის ფილიალში.
თბილისი ფილიალში სტაჟირება ანაზღაურებადია.

განაცხადების მიღების ვადა: 31.01.2018

სტაჟიორები შეისწავლიან და სრულად იქნებიან ჩართული შემდეგ პროცესებში:
• კლიენტების მოზიდვა;
• კლიენტების კონსულტირება სასესხო პროდუქტებთან დაკავშირებით;
• სესხის უზრუნველყოფის საგნის შეფასება;
• კლიენტის და სესხის კომპანიის პროგრამულ მოდულში დარეგისტრირება;
• საკრედიტო ხელშეკრულებების შედგენა;
• ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი; 
• კომპანიის პროდუქტის ცნობადობის ამაღლება და პრომო აქციებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:
• განიხილებიან სტუდენტები მე-3 კურსიდან;
• გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და სასურველია ინგლისურ ენებზე;
• საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

მოთხოვნები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
• ანალიტიკური აზროვნება;
• მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტაცია;
• დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე;
• დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
• მუდმივი სწრაფვა სწავლა-განვითარებისადმი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე jobs@geocapital.ge, ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

Print

« იხ. ყველა სიახლე