ბეჭდვა |/ დახურვა |
ვაკანსია კურსდამთავრებულთათვის (სასურველია ტექნიკური მიმართულება)!
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო ზარალების ოპერატორის პოზიციაზე, ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში.
განაცხადების მიღების ვადა: 20.01.2018
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 18:00)
ძირითადი მოვალეობები:
• ავტო ზარალის დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
• მომხდარი ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის (პოლისის ასლი; კლიენტის განაცხადი, საპატრულო პოლისიის ცნობა და სხვა) მიღება, სისრულის შემოწმება და უზუსტობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება;
• დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ზარალის ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
• დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია (ცვეთა, ფრანშიზა და სხვა), შესაბამისი დასკვნის და აქტის (მათ შორის არაპროგრამული) მომზადება;
• ავტო ზარალთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
• სასურველია ინფორმაციის დამუშავების და ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
• სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით კი, Excel-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
• ორგანიზებული და მოწესრიგებული;
• ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
• გასაუბრება
• ტესტირება Excel-ში
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2018 წლის 20 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ „ავტო ზარალების ოპერატორი“.