ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-26

Key Management Solutions|KMS Georgia -ის ვაკანსია სტუდენტებისთვის

Key Management Solutions|KMS Georgia -ის ვაკანსია სტუდენტებისთვის

კომპანია KMS Georgia "Key Management Solutions“– 10 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში და წარმოადგენს დასაქმების, სატრენინგო და საკონსულტაციო სააგენტოს სასტუმროებსა და ტურიზმის სფეროში . 
კომპანია სტუდენტებს გთავაზობთ თბილისში, საერთაშორისო 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დასაქმებას, თავისუფალი გრაფიკით და საათობრივი ანაზღაურებით. კერძოდ: კვებისა და სასმელების განყოფილებაში- ღონისძიებებზე დამხმარე პერსონალის, მზარეულის დამხმარის და სტიუარდის პოზიციებზე.

თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გსურთ  სასტუმროს სფეროში დასაქმება და განვითარება, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ უდიდესი გამოცდილება სასტუმროს მომსახურების  სფეროში, გქონდეთ კარიერული ზრდა, რაც მთავარია დაწინაურების რეალური პერსპექტივა და ყოველთვიური შემოსავალი.
ძირითადი მოთხოვნები:
• ასაკი: 18 დან 30 წლამდე
• სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 
• ორგანიზებული და პუნქტუალური;
• კომუნიკაბელური, ენერგიული და თავაზიანი
• სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
• მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული.
• გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე: m.telia@kmsgeorgia.ge  (სათაურში აუცილებლად მიუთითეთ „tsu“ )

Print

« იხ. ყველა სიახლე