ბეჭდვა |/ დახურვა |
უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია "რედიქსი" (www.redix.ge) აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით მარკეტინგის დეპარტამენტში Copywriter-ის პოზიციაზე. სასურველია, ჟურნალისტიკის და ფილოლოგიის მიმართულების მე-3, 4 კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები.
განაცხადების მიღების ვადა: 15.02.2018
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური ქსელებში, ვებ გვერდებზე გასათავსებელი ტექსტების შედგენა;
** სარეკლამო ბროშურების, პრესაში გამოსაქვეყნებელი განცხადების/პრესრელიზების, საფოსტო პროკლამაციების, გაზეთების, ვებ-გვერდების, ფეისბუქ გევრდების ტექსტების შექმნა და რედაქტირება.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** წერისა და თარგმნის უნარი ( ინგლისური და რუსული ენის ცოდნა);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გადააგზავნეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@redix.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.