ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-13

მარკეტინგისა და გაყიდვების ასისტენტის ვაკანსია, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე მე-3,4 კურსის სტუდენტების და კურსდამთავრებულებისთვის!

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის  გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
დაჯილდოების ცერემონია, საუკეთესო შესაძლებლობაა ერთად შეიკრიბოს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული კომპანიებისა და ამ სფეროში მოღვაწე მთავარი მოთამაშეების წარმომადგენლები.

განაცხადების მიღების ვადა: 20.02.2018

მოვალეობები:
• პროექტის სოციალური მედიის არხების მართვა და ადმინისტრირება;
• სოციალური მედიის განვითარების გეგმის შემუშავება;
• ყოველდღიური ურთიერთობა პროექტის ნომინანტებთან და მათგან უკუკავშირის მიღება;
• შეხვედრების ორგანიზება;
• პროექტის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება;
• ყოველთვიური რეპორტის მომზადება პროექტის პარტნიორებისთვის;
• ახალი ნომინანტების მოზიდვა;
• განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო თვისებები:
• უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა წერილობით და საკომუნიკაციო დონეზე;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული; 
• კომუნიკაბელური;
• შრომისმოყვარე;
• გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გსურთ შეიტანოთ თქვენი წვლილი ქვეყნის ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@awards-tourism.com

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს : awards-tourism.com
გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე