ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-10

რეგისტრატორის ვაკანსია ლაბორატორიაში, “სამედიცინო კორპორაცია ევექსი“

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ლაბორატორიაში რეგისტრატორის ვაკანსიას თბილისში.
აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება, სასურველია სამედიცინო, ან ბიოლოგიის მიმართულებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 მაისი, 2018

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვერეს პოლიკლინიკა
სამუშო გრაფიკი: 09:00-დან 17:00-მდე კვირის დღეებში, შაბათს 10:00-დან 14:00-მდე.

ძირითადი მოვალეობები:
* პაციენტების ინფორმირება რეგისტრაციის პროცესში;
* კომპიუტერულ პროგრამაში პაციენტების მონაცემების შეყვანა;
* წარმოშობილი რიგების მართვა და პაციენტების თავისუფალ სპეციალისტებთან გადანაწილება;
* პაციენტებისთვის ანალიზის პასუხების მიცემა და საჭიროების შემთხვვევაში, ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა;
* კანონმდებლობით და კომპანიის ბრძანებებით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
* საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი სამედიცინო განათლება, სასურველია სამედიცინო, ან ბიოლოგიის მიმართულებით;
* სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
* MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.

განაცხადის გასაგზავნად გადადით ბმულზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე