ბეჭდვა |/ დახურვა |
"თბილისი თაიმსი" აცხადებს სტაჟიორების მიღებას!
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი თაიმსი“ აცხადებს 6 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას ჟურნალისტიკის მიმართულებით.
რეზიუმის მიღების ბოლო ვადა: 25 თებერვალი.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:
- რეზიუმის შერჩევა
- გასაუბრება
სტაჟირება მოიცავს:
* პრაქტიკულ მუშაობას - აქტუალური თემის მოძიება, დამუშავება, რესპონდენტის შერჩევა და ინტერვიუს მომზადება;
* სტატიის წერის პრინციპს;
* სხვადასხვა ღონისძიბაზე დასწრებას, მასალის შეგროვებას და შემდეგ მის დამუშავებას და მომზადებას;
* წერისა და რედაქტირების ტექნიკას;
* მედია ეთიკას.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიეცემა სერტიფიკატი.
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში ერთი დღე ოფისში შეხვედრა, განაწილდება სამუშაო თემები (კვირაში ერთი თემა სურვილისამებრ); რედაქტორი ჩაატარებს ერთ საათიან ტრენინგს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - thetbilisitimes@gmail.com
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "სტაჟირება".