ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-06-07

ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სტაჟიორის პოზიციაზე

 ბორუსან  CAT საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოში
პოზიცია:  გაყიდვების სტაჟიორი (სამშენებლო ტექნიკა)

პოზიციის  აღწერა:

კომპანია - ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სტაჟიორის პოზიციაზე (6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება).

სამუშაო  ადგილი:  თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო  განრიგი:  ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30 
დამატებითი ბენეფიტები:  კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას და ლანჩს.

ბორუსან CAT საქართველო არის ამერიკული ბრენდის - Caterpillar-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1997 წლიდან  (http://borusancat.ge/) 

ძირითადი  მოვალეობები:

• მომხმარებელთან ურთიერთობა და  ღია კომუნიკაცია;
• ფასების შეთავაზება და კონტრაქტის პირობების შეთანხმება; 
• პასუხისმგებლობა მომხმარებლისა და მათი მოთხოვნების შესრულებაზე;
• ბაზრის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
• პროდუქციის ცოდნისა და გაყიდვების უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება;
• მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება. 

ძირითადი  მოთხოვნები:

• სასურველია 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში /კომერციულ სექტორში;
• კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
• მომხმარებლებთან ურთიერთობის წარმატებულად განვითარება, როგორც სანდო მრჩეველი; 
• პოზიტიური - “შესაძლებელია“ დამოკიდებულება, როგორც გაყიდვების ისე კლიენტთა მომსახურების  მიმართ;
• პრეზენტაციის, მოლაპარაკების და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
• დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები;
• ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
• ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, Power Point, Outlook.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. 

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა:  2019 წლის 30 აპრილი.

ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა  /  თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118
www.borusancat.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე