ბეჭდვა |/ დახურვა |
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: საოპერაციო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:
შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ფუნქცია-მოვალეობები:
• პროგრამულად დარეგისტრირებული მომხმარებლების ბაზის გადამოწმება იდენტიფიკაციის წესების შესაბამისად;
• სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული რეგისტრაცია
• სხვადასხვა ანგარიშების მომზადება (აქციები, პროვაიდერების მოწოდებული შესრულებული სამუშაოების რეესტრები და სხვ.)
• სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანლის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება;
• ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
• უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკური განხრით);
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge
2018 წლის 4 მაისის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „საოპერაციო მომსახურების ოფიცერი“