2018-04-23

საოპერაციო მომსახურების ოფიცრის ვაკანსია, სს „თიბისი დაზღვევა“

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: საოპერაციო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

 სამუშაო ადგილი: თბილისი;
 განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 
 შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
 გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
 იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები: 
• პროგრამულად დარეგისტრირებული მომხმარებლების ბაზის გადამოწმება იდენტიფიკაციის წესების შესაბამისად;
• სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული რეგისტრაცია
• სხვადასხვა ანგარიშების მომზადება (აქციები, პროვაიდერების მოწოდებული შესრულებული სამუშაოების რეესტრები და სხვ.)
• სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანლის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება;
• ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
• უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკური განხრით);
• საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 4 მაისის ჩათვლით. 
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „საოპერაციო მომსახურების ოფიცერი“

Print

« იხ. ყველა სიახლე