ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-04

სტაჟირება აგრო დაზღვევის ზარალების განყოფილებაში, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აგრო დაზღვევის ზარალების სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 18:00)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი)
ვაკანტური ადგილი: 2

სტაჟიორი აგრო ზარალების მენეჯერს ასისტირებას გაუწევს შემდეგი დავალებების შესრულების დროს:
• აგრო ზარალის დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება;
• მომხდარი ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის პროგრამაში ატვირთვა;
• დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ზარალის ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
• დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია (ფრანშიზა და სხვა), შესაბამისი დასკვნის მომზადება;
• აგრო ზარალთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მნიშვნელოვანია აგრარული მიმართულებით); 
• MS Office-ის პროგრამების, მათ შორის Excel-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:
• ორგანიზებული და მოწესრიგებული;
• ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით. 
გთხოვთ, Subject line–ში მიუთითოთ აგრო დაზღვევის ზარალების სტაჟიორი

Print

« იხ. ყველა სიახლე