ბეჭდვა |/ დახურვა |
სს „ქართული ლუდის კომპანია“, ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს გაყიდვების ანალიტიკოსის ვაკანსიას.
სს „ქართული ლუდის კომპანია“ არის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით.
ადგილმდებარეობა: მცხეთა, სოფ. საგურამო.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
განაცხადების მიღების ვადა: 12.03.2018
ძირითადი მოვალეობები:
• გაყიდვების რეპორტების მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
• გაყიდვების პროგრამის მართვასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
• სავაჭრო ობიექტების ეფექტურობის ანალიზი;
• ანალიტიკა გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებით;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ფინანსური / ბიზნესის ადმინისტრირების / ეკონომიკური განხრით;
მაღალი შედეგებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
• კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა - Excel;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების უნარი;
• დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
• კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
• პროფესიული განვითარების მოტივაცია.
ჩვენს კომპანიაში მუშაობის უპირატესობები:
• პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
• გუნდური სამუშაო გარემო.
სავარაუდო ანაზღაურება: 500-დან 1000 ლარამდე (კვალიფიკაციის მიხედვით).
თანამშრომლების პაკეტი, ასევე, მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, ტრანსპორტირებას დიდუბიდან სამუშაო ადგილამდე (ტრანსპორტირების დრო: 20 წთ).
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (გაყიდვების ანალიტიკოსი). მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.