ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-18

ხარისხის უზრუნვლყოფის მენეჯერის ვაკანსია, თიბისი ბანკი

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნვლყოფის მენეჯერის (ტესტერის) პოზიციაზე სტრატეგიული პროექტების გუნდში. 
განიხილებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრანტურის სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, გექნება შესაძლებლობა ჩაერთო რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანების განხორციელებაში.

ვის ვეძებთ
თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, გიყვარს ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები
10 კაციანი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ახალი და ინოვაციური საბანკო აპლიკაციის შექმნაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესეს.

შენ უზრუნველყოფ აპლიკაციის არქიტექტურის/დეველოპერების გუნდთან ერთად გარჩევას და ტესტირებას.

შენ დაგევალება
• ამოცანის მიხედვით ტესტქეისების შექმნა;
• ფუნქციონალური ტესტირება;
• ჩატარებული სამუშაოების დოკუმენტირება;
• ხარვეზების აღრიცხვა და მათ მოგვარებაზე ჩართულ მხარეებთან მუშაობა; 
• კომუნიკაცია პროცესში ჩართულ პირებთან;
• აპლიკაციის გამართულად მუშაობის და ხარისხის უზრუნველყოფა;
• სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის კონსულტაციების გაწევა;

უნდა გქონდეს
• კომუნიკაბელურობა
• დეტალებზე ოროენტირებულობა
• სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ხარისხზე ორიენტირებულობა
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
• ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

კარგი იქნება, გქონდეს
• Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება
• ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრისკენ მომართული აზროვნება
• საბანკო ტერმინოლოგიის ცოდნა
• უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;

კომპენსაცია და ბენეფიტები
• თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
• შვებულების 24 დღე
• სუპერ სასიამოვნო გარემო
• ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ მისამართზე http://career.tbcbank.ge/Job/2432 : არა უგვიანეს 24 აპრილისა.

Print

« იხ. ყველა სიახლე