ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-29

სტაჟირების პროგრამა მარკეტინგის დეპარტამენტში, თიბისი ბანკი

თიბისი ბანკი აცხადებს სტაჟირების პროგრამას მარკეტინგის დეპარტამენტში.  

განაცხადების მიღების ვადა: 08.02.2018
-----------------

თიბისი ბანკის მარკეტინგის გუნდი ეძებს გულანთებულ და ენერგიულ სტაჟიორებს.
პროგრამის შესახებ: 
ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ ახალგაზრდებს, ვისთვისაც საინტერესოა თიბისი, როგორც
ბრენდი, სწავლობენ მარკეტინგის ან კომუნიკაციების განხრით და აქვთ სურვილი მიიღონ პრაქტიკული
გამოცდილება ამ სფეროში.
ამ საქმიანობისთვის აუცილებელია:
დრო, ენთუზიაზმი, ინგლისური ენის ცოდნა და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელია იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
შერჩეულ კანდიდატებს ვთავაზობთ:
 საინტერესო სამუშაო გარემოს და პროექტებს
 საკუთარი უნარების გამოვლენის მაქსიმალურ და მრავალმხრივ შესაძლებლობას
 6 თვის განმავლობაში, როტაციას მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებებს შორის
 თემატურ მასტერკლასებს და ღონისძიებებს
შერჩევის ეტაპები:
 ბიოგრაფიების და სამოტივაციო წერილების განხილვა
 კრეატიული დავალების შესრულება
 პირადი გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში, გვიამბეთ თქვენს შესახებ, რაც შეიძლება ლაკონურად, დაურთეთ სამოტივაციო
წერილი, ფოტოსურათი, გამოაგზავნეთ ჩვენს ელ.ფოსტაზე internship@tbcbank.com.ge
 

Print

« იხ. ყველა სიახლე