ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-01

სტაჟირება პროგრამული უზრუნველყოფა ბალანსის და 1C- ის ტრენერის ასისტენტის პოზიცია, ბიდიო აკადემია

ბიდიო აკადემია აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პროგრამული უზრუნველყოფა ბალანსის და 1C- ის ტრენერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კადრი დასაქმდება კომპანიაში.

განაცხადების მიღების ვადა: 10.02.2018

ფუნქციები:
• ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება (მხარდაჭერა);
• ტრენინგ მასალების მომზადება;
• ტრენინგებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება;
• უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ტრენინგებთან
დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება

მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით, განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც;
• ბუღალტრული აღრიცხვის თეორილი ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
• კეთილგანწყობილი და სერვისზე ორიენტირებული;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
• ლოგიკური აზროვნება;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ „ტრენერის ასისტენტი“.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე