ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-06-03

ვაკანსია UNIX დეველოპმენტში- გაყიდვების მენეჯერი

  გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის  Unix-ი არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია; ის დიდი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. Unix-ი 2015 წლიდან აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანიის ყველაზე კომპლექსური და განსხვავებული პროექტია ყავის ქარხანა კახეთის გზატკეცილზე, რომელის ნომინირებულია რამდენიმე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე. Unix-ი ასევე აშენებს ორ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისის ცენტრში და ‘ფრანგული უბნის’  საცხოვრებელ კომპლექსს. Unix-ში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი. 
Unix-ის მიზანია მშენებლობის ეფექტური მენეჯმენტი, საცხოვრებელი გარემოსა და უძრავი ქონების განვითარება. 

სამუშაოს აღწერა:
  • ბაზრის სეგმენტირება;
  • შეთავაზების სპეციფიკაციისა და ფასის განსაზღვრა;
  • ბაზარზის კონკურებტული გარემოს შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
  • გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;
  • გაყიდვების მხარდასაჭერი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გაყიდვების ჯგუფის პროდუქტიულობაზე მუდმივი ზრუნვა და ანალიზი; 
  • სერვისის ადმინისტრირება და გაუმჯობესება;
  • ხშირი მოლაპარაკეკებეისა და შეხვედრების ორგანიზება;
  • მარკეტინგის ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • კომპანიის ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგისა და სამომავლო გეგმების წარდგენა;


მოთხოვნები
განათლება: 
  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ენები: 
  • ინგლისური;
  • რუსული;
საოფისე პროგრამები:
MS Office;

პიროვნული თვისებები და უნარები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების და პროექტების მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;
აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი 7 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე hr@unix.ge და აღწერილობაში მიუთითეთ ‘გაყიდვების მენეჯერი’.


Print

« იხ. ყველა სიახლე