2019-06-03
ვაკანსია UNIX დეველოპმენტში- გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
Unix-ი არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია; ის დიდი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. Unix-ი 2015 წლიდან აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანიის ყველაზე კომპლექსური და განსხვავებული პროექტია ყავის ქარხანა კახეთის გზატკეცილზე, რომელის ნომინირებულია რამდენიმე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე. Unix-ი ასევე აშენებს ორ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისის ცენტრში და ‘ფრანგული უბნის’ საცხოვრებელ კომპლექსს. Unix-ში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.
Unix-ის მიზანია მშენებლობის ეფექტური მენეჯმენტი, საცხოვრებელი გარემოსა და უძრავი ქონების განვითარება.
სამუშაოს აღწერა:
- ბაზრის სეგმენტირება;
- შეთავაზების სპეციფიკაციისა და ფასის განსაზღვრა;
- ბაზარზის კონკურებტული გარემოს შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
- გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;
- გაყიდვების მხარდასაჭერი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- გაყიდვების ჯგუფის პროდუქტიულობაზე მუდმივი ზრუნვა და ანალიზი;
- სერვისის ადმინისტრირება და გაუმჯობესება;
- ხშირი მოლაპარაკეკებეისა და შეხვედრების ორგანიზება;
- მარკეტინგის ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია;
- კომპანიის ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგისა და სამომავლო გეგმების წარდგენა;
მოთხოვნები
განათლება:
- ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ენები:
- ინგლისური;
- რუსული;
საოფისე პროგრამები:
MS Office;
პიროვნული თვისებები და უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების და პროექტების მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;
აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი 7 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე hr@unix.ge და აღწერილობაში მიუთითეთ ‘გაყიდვების მენეჯერი’.
« იხ. ყველა სიახლე