ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-02

კორპორატიული და საცალო გაყიდვების უფროსი სადაზღვევო აგენტის ვაკანსია, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და საცალო გაყიდვების უფროსი სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

განაცხადების მიღების ვადა: 14.02.2018

ძირითადი მოვალეობები:
• საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
• სხვადასხვა კომპანიებში ვიზიტი და პრეზენტაციების ჩატარება;
• პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
• არსებული კლიენტების მომსახურება, დაზღვევის განახლებების შეთავაზება;
• ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
• გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
• Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა .

აუცილებელი უნარები:
• მოლაპარაკების წარმოების უნარი
• შედეგზე ორიენტირებული
• ორგანიზებული და მოწესრიგებული
• მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ „კორპორატიული და საცალო გაყიდვების უფროსი სადაზღვევო აგენტი“.

Print

« იხ. ყველა სიახლე