ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-09

ანაზღაურებადი სტაჟირება

კომპანია BDO Solutions აცხადებს 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას მხარდაჭერისა და სტანდარტული სერვისების დეპარტამენტში, ეკონომიკის ან გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

• პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება; 
• პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება დოკუმენტაციისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად;
• შეცდომებისა და პრობლემების გამოვლენა, დოკუმენტირება და ანალიზი;
• ტესტირების სცენარების შემუშავება და ინსტრუქციების მომზადება;
• შესრულებული სამუშაოების და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;
• შემუშავებული პროდუქტების ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
• რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:
• მოთხოვნების ანალიზის და კარგი კომუნიკაციის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
• ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
• დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ტესტერის ასისტენტი (სტაჟიორი)“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26.12.2017

Print

« იხ. ყველა სიახლე