ბეჭდვა |/ დახურვა |
კომპანია „LEADER SYSTEM LLC” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული).
განაცხადების მიღების ვადა: 03.04.2018
შპს „ლიდერ სისტემი“ იტალიური ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში დაარსდა 2011 წელს. ამჟამად კომპანია საქართველოს მასშტაბით სამშენებლო მასალების სფეროში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და უჭირავს ბაზრის 50 პროცენტი.
შპს „ლიდერ სისტემი“ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლეს ხარისხსა და სამშენებლო მასალების ფართო არჩევანს. კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს ახალგაზრდა პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.
--------------------------------------------------------------------------------------
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტების მოზიდვა; * გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა; * კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
* კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი; * პროდუქციის ცხელ ზონებში განთავსება და მონიტორინგი;
* დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
* რუსული ენის ცოდნა;
* MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
* მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (სავალდებულოა)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
* პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* სწრაფად ათვისების უნარი;
* სხარტი აზროვნება;
* მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული;
* დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
ანაზღაურება:
* ფიქსირებული ხელფასი 500 + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან;
* საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა; * ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე hr@leadersystem.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის და უნივერსიტეტის დასახელება.