2015-03-09

ყურადღება!


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალი“ აცხადებს  სტატიების მიღებას ჟურნალის პირველი გამოცემისთვის.

სტატიები მიიღება 2015 წლის 5 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით. სტატიის გამოგზავნის შემდეგ გთხოვთ დაელოდოთ დადასტურებას: სტატია მიღებულია შემოწმებისთვის. დაგვიანებით შემოსული სტატიები ჟურნალის პირველ გამოცემაში გამოქვეყნებისათვის არ განიხილება.
თანდართულ დოკუმენტაციაში იხილეთ ინფორმაცია ჟურნალის შესახებ, ინსტრუქცია ავტორებისთვის და ჟურნალის სარედაქციო კოლეგია.

სტატია  გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: socpol. science@tsu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „სტატია სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებისათვის“.

სარედაქციო კოლეგია

Print

« იხ. ყველა სიახლე