2015-07-17

ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამა 2015 წლის შემოდგომის სემესტრში ვარშავის უნივერსიტეტში თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტთათვის!


თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს ერთ სემესტრიან  კონკურსს  გაცვლით პროგრამაზე ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში. კონკურსში გამარჯვებული 4 სტუდენტი ვარშავის უნივერსიტეტში გაივლის შემოდგომის სემესტრს. შემოდგომის სემესტრში ვარშავის უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე - http://www.en.ism.uw.edu.pl/international-e …/erasmus-courses

გაცვლითი პროგრამა უფასო, ვარშავის უნივერსიტეტი სტუდენტებს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებას  სთავაზობს , რომლის ღირებულება შეადგენს თვის განმავლობაში 100 ევროს. სტუდენტმა თავად უნდა დააფინანსოს ვარშავაში ცხოვრების და მგზავრობის ხარჯები (ფასების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე -   http://www.en.ism.uw.edu.pl/life-in-warsaw 

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტს მგზავრობის (თბილისი – ვარშავა – თბილისი) ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.  საერთაშორისო  ურთიერთობების  მიმართულება რეკომენდაციას გაუწევს გამარჯვებულ სტუდენტებს ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან .

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია  საერთაშორისო   ურთიერთობების  მიმართულების მე –4, მე –5, მე –6, მე –7 სემესტრის სტუდენტებს და მაგისტრანტებს. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც აქამდე არ არის ნამყოფი გაცვლითი პროგრამით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ხვალ ( პარასკევი, 17 ივლისი) 12:00 საათამდე, ქვემოთ მითითებულ ელ - ფოსტაზე, უნდა გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტები :

- CV ინგლისურ ენაზე ( სასურველია Europass ფორმატში ) ( სავალდებულოა )

- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ( მაქსიმუმ 400 სიტყვა ) ( სავალდებულოა )

- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ( სასურველია ):, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის კურსებში მიღებული ნიშნებით და გასაუბრებაზე წარმოჩენილი ინგლისური ენის ცოდნით. 


გთხოვთ, საბუთები გამოაგზავნოთ მისამართზე -
konstantine.shubitidze@tsu.ge და cc- ში ჩასვათ სერგი კაპანაძე - sergi.kapanadze@tsu.ge

 

Print

« იხ. ყველა სიახლე