ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-14

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა საყურადღებოდ!

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა საყურადღებოდ!

მათ, ვისაც გაქვთ სურვილი, დააგროვოთ პროფესორის ასისტენტობის 5 კრედიტი და ამის სანაცვლოდ წაიკითხოთ საბაკალავრო კურსი აკადემიურ წერაში, გაცნობებთ, რომ 1–10 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება ტრენინგი, რომლის მიზანია მოამზადოს დოქტორანტები აკადემიური წერის საბაკალავრო კურსის წასაკითხად. სატრენინგო კურსს უხელმძღვანელებენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები ლილი ხეჩუაშვილი და ხათუნა მარწყვიშვილი. ის დოქტორანტები, რომლებიც შეირჩევიან აკადემიური წერის პედაგოგებად, კურსის წაკითხვის შემთხვევაში მიიღებენ დოქტორანტისათვის სავალდებულო პროფესორის ასისტენტობის 5 კრედიტს.

სატრენინგო კურსზე დასწრების მსურვლებს გთხოვთ, 21 ივლისის ჩათვლით მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

თსუ მე–6 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 401

ტელ.: 2 29 05 94

ელ. ფოსტა: socpol.science@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე