2013-11-07

საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS MUNDUS-ის პროექტებთან დაკავშირებით

19 ნოემბერს, 15:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ERASMUS MUNDUS-ის  პროექტების  WEBB, BACKIS, HERMES, EMBER  კოორდინატორებთან ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენელ ქალბატონ ლიჩია პროსერპიოს,  მონპელიეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენელ ბატონ კოლინ ვოლეს, სევილიის უნივერსიტეტის წარმომადგენელ ბატონ სანტიაგო მელკონსა და ათენის უნივერსიტეტის წარმომადგენელ ქალბატონ ამალია მოსერთან.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში 2013 წლიდან განხორციელდება გაცვლითი პროგრამები ევროპის 36 უნივერსიტეტში. 
დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 1,   თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
Print

« იხ. ყველა სიახლე