ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-14

წინასწარი რეგისტრაცია - 2014 შემოდგომის სემესტრი

 

მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო,

გთხოვთ წინასწარი რეგისტრაციის გავლამდე აუცილებლად გაეცნოთ წინასწარი რეგისტრაციის წესებს!

რეგისტრაციის ვადა - 21 ივლის - 11 აგვისტო

რეგისტრაციის ადგილი - SMS.TSU.GE ელექტრონული ბაზა.


გაითვალისწინეთ!

წინასწარი რეგისტრაციის შედეგები რეალური რეგისტრაციის ბაზაში აისახება (გადავა) მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უკვე ექნება ზუსტი ინფორმაცია სტუდენტების მიერ ფინანსური ვალდებულების შესრულების შესახებ! ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებია: 11 აგვისტო - 14 სექტემბერი

1. წინaსწარი რეგისტრაციის სისტემაში ( www.sms.tsu.ge ) საგნების დარეგისტრირება ხორციელდება 21 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით. დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის პროცედურების, ასარჩევი საგნებისა და ცხრილების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განყოფილებაში წინასწარი რეგისტრაცია 2014 - შემოდგომის სემესტრი; წინასწარი რეგისტრაციის გავლის აუცილებლობის წინაშე არ დგანან საერთაშორისო ურთიერთობებისა და ქართულ - რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციისსტუდენტები. მათ წინასწარი რეგისტრაციის სისტემაში მხოლოდ ის საგნები უნდა დაარეგისტრირონ, რომელიც სხვა პროგრამების ფარგლოებში სურთ გაიარონ.

2. ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა აუცილებელია , რადგან აკადემიური რეგისტრაციის დაწყების დროს , შესაძლოა სტუდენტისთვის საინტერესო საგანზე დასარეგისტრირებლად ადგილი აღარ იყოს .

3. წინასწარ გაეცანით ცხრილებს, რათა არჩეული ლექცია/სემინარები არ დაემთხვეს ერთმანეთს. ცხრილები შეგიძლიათ იხილოთ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ-გვერდზე - განყოფილებაში 2014 - შემოდგომის სემესტრის ცხრილი .

4. პირველი დონის საგნები წინასწარი რეგისტრაციის დროს არ გაიხსნება. მაღალკურსელთათვის, რომელთაც პირველი დონის საგნების არჩევა სჭირდებათ, საგნებზე დარეგისტრირებას აკადემიური რეგისტრაციის დაწყების შემდეგ შეძლებენ.

5. წინასწარი რეგისტრაციის შედეგები გარანტირებულად აისახება რეალური რეგისტრაციის ბაზაში, ვინდაინდა საგნებზე წინასწარი რეგისტრაციის პეროდშივე მითითებული იქნება სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა.

წინასწარი რეგისტრაციის პირველ კვირას (21-28 ივლისს) სტუდენტებს გაეხსენბათ მათი სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები;

წინასწარი რეგისტრაციის მეორე კვირას (28 ივლისს-4 აგვისტოს) სტუდენტებს გაეხსნებათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა მიმართულების (გარდა საერთაშორისო ურთიერთობების) სასწავლო პროგრამების, რათა აირჩიონ სამაინორო პროგრამით გათვლილი კრედიტები;

წინასწარი რეგისტრაციის მეორე კვირას (4-11 აგვისტოს) სტუდენტებს შესაძალებლობების ფარგლებში, საშუალებაექნებათ აირჩიონ თავისუფალი კრედიტები და კიდევ ერთხელ გადაამოწმონ საკუთარი არჩევანი.

6. საგნების არჩევისას გექნებათ ლექტორის არჩევის შესაძლებლობა, თუმცა ბაზის გამართული მუშაობისთვის სემინარების ხელმძღვანელთა ვინაობა არ იქნება მითითებული. მიუხედავად ამისა, თქვენ გექნებათ საშუალება აირჩიოთ სასემინარო ჯგუფი ცხრილში მითითებული დროის მიხედვით, სემინარის ხელმძღვანელის ვინაობის გარეშე.

7. სისტემა გაძლევთ არჩეული საგნების რედაქტირების საშუალებასაც, ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა დაუშვით, შეგიძლიათ საგნების შეცვლა და რედაქტირება 4-11 აგვისტოს ვადაში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გადარჩევის შემთხვევაში, ვინაიდან საგნები კვოტირებულია, შესაძლოა სასურველ საგანზე დარეგისტრირება ვერ მოხერხდეს და უკვე არჩეულ საგანზეც ადგილი დაკარგოთ.

8. წინასწარი რეგისტრაციის პროცესში აღმოცენებული კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში, 11 აგისტოდან 9 სექტმბრამდე შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება, რომელშიც თქვენს პრობლემას დეტალურად აღწეთ და დატოვოთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში, VI კორპუსი, #203 ოთახი

წინასწარი რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოციალურ და პოლიტკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს ანა ზაქარაიას: ana.zaqaraia@tsu.ge

 


2014 - 2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი ცხრილი

Print

« იხ. ყველა სიახლე