2017-07-25

არზაყან ემხვარის სახელობის სტიპენდიის კონკურსი


გამოცხადდა კონკურსი არზაყან ემხვარის სახელობის  სტიპენდიის მისაღებად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  1. პროფესორის რეკომენდაცია;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  4. სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  5. სიგელები;
  6. სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
  7.  ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
 
საბუთები მიიღება 2017 წლის 15 ივლისიდან   2017 წლის 26 ივლისის 17 საათამდე.  თსუ V I კორპუსი, ოთახი #207
 

Print

« იხ. ყველა სიახლე