2020-07-08

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „გარემო და საზოგადოება“ აცხადებს სტატიების მიღებას

ღია ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „გარემო და საზოგადოება“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეორე ნომრისთვის. ნაშრომები მიიღება ზუსტი, საბუნებისმეტყველო, სოციალური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მეცნიერებებიდან. ჟურნალი გამოდის წელიწადში ორჯერ. 

სტატიის გამოგზავნა შეუძლია ერთ ან რამდენიმე ავტორს. რედაქცია არ მიიღებს სხვაგან გამოქვეყნებულ ან სხვა გამოცემაში განსახილველად წარდგენილ ნაშრომს. ჟურნალში გამოქვეყნდება ორიგინალური კონცეპტუალური, ანალიტიკური, ემპირიული და თეორიული სტატიები. სარედაქციო კოლეგია მიესალმება ინტერდისციპლინურ კვლევებს. 

ნაშრომები გაივლიან ანონიმურ რეცენზირებას. სტატიების წარდგენა დასაშვებია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ავტორებმა ნაშრომები უნდა გამოგზავნონ ელფოსტის მისამსართზე es@tsu.ge. სტატია გაფორმებული უნდა იყოს ჟურნალის მოთხოვნების მიხედვით.

მნიშვნელოვანი თარიღები:
სტატიების მიღების დაწყება – 10  ივლისი, 2020
სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადა – 15 სექტემბერი, 2020
სტატიაზე მუშაობის ხანგრძლივობა – 2-3 თვე
გამოქვეყნების თარიღი – 15 დეკემბერი, 2020




Print

« იხ. ყველა სიახლე