2019-09-20

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის დადგენილება:

  1. დაინიშნოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები 2019 წლის 30 სექტემბერს.
  2. არჩევნების ჩატარების ადგილი  - თსუ VI კორპუსის დარბაზი (#303).
  3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დაწყების დრო - 17.00 სთ.
  4. კენჭისყრის პერიოდი - 17.15 - 18.30სთ.
  5. არჩევნების ჩატარების ფორმა - ფარული კენჭისყრა. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საბჭოს სხდომის კვორუმის შემთხვევაში დააგროვებს დამსწრეთა  ხმების უმრავლესობას.
  6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაცია შეუძლია ფაკულტეტის სრულ და/ან ასოცირებულ პროფესორს.
  7. კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  • განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე, კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  • ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
  • Curriculum Vitae;
  • ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განვითარების კონცეფცია;
  • პირადობის მოწმობის ასლი.
8. კანდიდატთა საბუთები მიიღება 23 სექტემბრიდან - 26 სექტემბრის ჩათვლით  ფაკულტეტის კანცელარიაში  (თსუ VI კორპუსი, ოთახი#203ა), 10.00-17.00 სთ. 

Print

« იხ. ყველა სიახლე
loading