2015-04-02

სტუდენტთა სამეცნიერო წრე


განახლდა რეგისტრაცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრეზე. რეგისტრაციის გავლა ფაკულტეტის ვებ–გვერდზე შეუძლია შესაბამისი მიმართულების ყველა სასწავლო საფეხურის დაინტერესებულ სტუდენტს.

/ge/faculties/social/studentsscientificcircle

სამეცნიერო წრის მუშაობასთან დაკავშირებით არის გარკვეული ცვლილებები და სიახლე, ამიტომ საჭიროა ყველა მსურველმა და წრის მუშაობაში უკვე ჩართულმა სტუდენტმაც გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით ზემოთ მოცემულ ლინკზე.

სამეცნიერო წრეში მუშაობა ხელს შეუწყობს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას და სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებას. სტუდენტთა აქტივობის შეფასებისას საერთაშორისო ან თსუ კონფერენციებს მიენიჭება 2 – ხოლო სხვა ადგილობრივ კონფერენციებს 1 ქულა. სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლისთვის სტუდენტები სამეცნიერო წრიდან მიიღებენ რეკომედაციას.

Print

« იხ. ყველა სიახლე