2013-11-12

თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამის კონკურსი

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს  III, IV, V  სემესტრის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის I სემესტრის სტუდენტებისთვის 2014/2015 სასწავლო წლის (შემოდგომის სემესტრი) ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

საბაკალავრო
  სტიპენდიების  ჩამონათვალი  სასწავლო  მიმართულებების  მიხედვით :
  • ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.ut.ee)
  • ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.lu.lv)
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (www.vu.lt)
  • კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში (სლოვაკეთი) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (www.uniba.sk)
  • ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები. (www.euv-frankfurt-o.de/en)
  • ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.vdu.lt/en)
  • პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.cuni.cz/UKENG-1.html)
  • მაზარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები  (http://www.muni.cz)
  • სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
  • ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.iro.uw.edu.pl)

სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

  • ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი) ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.iro.uw.edu.pl

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ  ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის    დეკანატიდან (ქართულ ენაზე) და გაიარონ რეგისტრაცია საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 204)

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება

კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2013 წლის 26 ნოემბერს
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ.№11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 22 ნოემბერი 12 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად (სწავლის დამადასტურებელი ცნობის ჩასაბარებლად და რეგისტრაციისთვის) მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12 ).


   შენიშვნა:  დაგვიანებული განცხადება არ მიიღება!
პირველი ეტაპის შედეგები და მეორე ეტაპზე დაშვებულ სტუდენტთა სია გამოქვეყნდება თსუ ვებ–გვერდზე!

Print

« იხ. ყველა სიახლე