2014-05-29

სტუდენტები ირჩევენ წლის საუკეთესო პედაგოგს


სტუდენტები ირჩევენ წლის საუკეთესო პედაგოგს

 

თსუ-სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი - რექტორის 2013 წლის 23 ნოემბრის # 152-01-01 ბრძანებით  დამტკიცებულია წლის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენის წესი.

წლის საუკეთესო პედაგოგის შერჩევას ახორციელებენ ბაკალავრიატის სტუდენტები.

წლის საუკეთესო პედაგოგის შერჩევის კრიტერიუმები:

ა) პედაგოგის ინდივიდუალური ურთიერთობა სტუდენტებთან (კონსულტაცია სალექციო საათების გარეთ,  დახმარება სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის, სტატიების მომზადებისათვის და ა.შ.)

ბ) სალექციო მასალის აქტუალურობა;

გ) სალექციო მასალის საინტერესოდ მიწოდება და ლექციის, სამუშაო ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული თუ ლაბორატორიული მეცადინეობების მაღალ დონეზე გაძღოლა.

წლის საუკეთესო  პედაგოგის შესარჩევად 2013-2014 სასწავლო წლის სააუდიტორო მეცადინეობის ბოლო კვირას, სტუდენტი ელქტრონულ ბაზაში ( sms.tsu.ge ) წარმოდგენილი პედაგოგების ჩამონათვალიდან ირჩევს მხოლოდ   ერთ  კანდიდატს , რომელიც ამ სასწავლო წლის თუნდაც ერთი სემესტრის განმავლობაში იყო მისი პედაგოგი.

გამარჯვებულად გამოვლინდება კანდიდატი, რომელმაც მიიღო გამოკითხვაში მონაწილეთა ხმათა უმრავლესობა. თუ ხმათა მაქსიმალური რაოდენობა მიიღო რამდენიმე კანდიდატმა, ყველა ისინი ითვლება გამარჯვებულად.

გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ წლის საუკეთეო პედაგოგის გამოსავლენ სტუდენტთა ანონიმურ გამოკითხვაში.  

Print

« იხ. ყველა სიახლე