2015-02-26

დაიწყო სტუდენტურ კონფერენციაზე „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” განაცხადების მიღება

CALL FOR PAPERS

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი,
საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“,
იწვევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
„მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”
მონაწილეობის მისაღებად


კონფერენცია გაიმართება თბილისში,  4 და 5 ივნისი, 2015 წ.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
  • ადამიანის უფლებები და მედია;
  • ჟურნალისტის უფლებები;
  • სასამართლო და მედია;
  • მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
  • დანაშაული და მედია;
  • რისი უფლება აქვს მედიას: სენსაცია და კანონები;
  • გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
  • ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
  • კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
  • პოლიტიკური კომიქსები და მედია თავისუფლება;
  • სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები;
  • სხვა
კონფერენცია ინტერდისციპლინურია. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული,  ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ აბსტრაქტებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე: mediaruledwtsu@gmail.com
  • მოხსენების აბსტრაქტი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
  • სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება;
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 25 მარტი; აპრილის თვეში დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად,

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში): 558 49 95 87, amalia.oganjanyan@dw.de.

Print

« იხ. ყველა სიახლე