2014-07-18

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება 29 ივლისს

გამოშვება - 2014

29 ივლისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფაკულტეტების დეკანები მიულოცავენ. ასევე შედგება მუსიკალური ჯგუფის “თსუ არტ“-ის კონცერტი.

კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებაზე რეგისტრირებულთათვის მანტიების გაცემა იწარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე: 28 ივლისს 10.00-18.00 საათამდე, 29 ივლისს 10.00-16.00 საათამდე.

მანტიები გაიცემა:
 • ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი - თსუ  მე-2 კორპუსი, ოთახი 158
 • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ მე-6 კორპუსი, ოთახი 202
 • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი,  სტუდენტთა მომსახურების ცენტრის ოთახი 311
 • იურიდიული ფაკულტეტი - თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი 135
 • მედიცინის ფაკულტეტი - მორფოლოგიის ინსტიტუტი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი 9
 • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ 1-ლი კორპუსი, ოთახი  208

ნანა მამაგულიშვილი 2 22 23 91
Print

« იხ. ყველა სიახლე