2020-01-06

საბაკალავრო ნაშრომების ატვირთვის ინსტრუქცია


თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს  საბაკალავრო ნაშრომების შემოწმებას პლაგიატზე პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე e-learning.tsu.ge. 

ბაკალავრიატის სტუდენტებს საბაკალავრო ნაშრომების ატვირთვა ელექტრონული სწავლების პორტალზე მოეთხოვებათ 13 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით ელფოსტის სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.

საბაკალავრო ნაშრომის პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.

გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე