2019-06-07

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”


2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის 
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

(თსუ -ის რექტორის  2019 წლის 7ივნისის N 137/01-01 ბრძანება)  ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად
  
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი  სტუდენტის  პირადი  ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
  5. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში (2018წლის 1აგვისტოდან  2019 წლის 4 თებერვლამდე) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
  6. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში (2018წლის 1აგვისტოდან  2019 წლის 4 თებერვლამდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 
  7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის  10-13 ივნისის, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე  შესაბამის მიმართულებებზე:

სოციოლოგია და სოციალური მუშაობა  – თსუ IV კორპ. ოთახი  №306, 
თამარ გოგორიშვილი;  საკონტაქტო ინფორმაცია:  (+995 32) 2 25 04 84 (6267) 

საერთაშორისო ურთიერთობები   –  თსუ IV კორპ. ოთახი № 201, 
თამარ ქარსაულიძე:  საკონტაქტო ინფორმაცია:  (+995 32) 2 25 04 84 (6234)

საზოგადოებრივი გეოგრაფია  –  თსუ IV კორპ. ოთახი № 211, 
ლუიზა აბაზაძე;  საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 25 04 84 (6222) 

პოლიტიკის მეცნიერება  –   თსუ  IV კორპ. ოთახი № 301,
ნათია დათიაშვილი, საკონტაქტო ინფორმაცია:   (+995 32) 2 25 04 84 (6223)

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია  – თსუ V Iკორპ. ოთახი № 206  
ნანა ამირანაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 25 04 84 (6237) 

პირველადი  შედეგები: 17 ივნისს, 17 :00 სთ.

აპელაცია:  18 ივნისს,  09:00 - 12:00 სთ VI კორპუსი, ოთახი №  202

საბოლოო შედეგები: 18 ივნისს,  15 :00 სთ


გ ი ს უ რ ვ ე ბ თ  წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !

Print

« იხ. ყველა სიახლე