ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-02

სამაგისტრო პროგრამებში „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" და „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ

სამაგისტრო პროგრამებში „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" და „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

აღნიშნულ პროგრამაზე ჩაბარების მსურვლეთა საბუთების მიღება იწარმოებს 5 და 6  სექტემბერს: 10:00 – 18:00 სთ. მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: თსუ, VI კორპუსი, ოთახი 207. ტელ: 225 17 35. საკონტაქტო პირი: მედეა უშარაული. 

საბუთების ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3X4)-  ბეჭდური 2 ცალი და  ელექტრონული ვერსია ჩD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
Print

« იხ. ყველა სიახლე