2019-04-02

საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის მთის ფორუმთან დაკავშირებით

კავკასიის მთიანი რეგიონების სამეცნიერო ქსელი (https://caucasus-mt.net/), საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში”. 

მიმდინარე წლის 4 აპრილს 12:00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  II-ე კორპუსის 362-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან, მკვლევარებსა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებთან.

Print

« იხ. ყველა სიახლე