ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-03

ალბერტას (კანადა) უნივერსიტეტის სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია

ალბერტას (კანადა) უნივერსიტეტის სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია

2014 წლის 20 ოქტომბერს უნივერსიტეტს ეწვევა ალბერტას უნივერსიტეტის (კანადა) სტუდენტური პროგრამების მენეჯერი ბატონი დენ ფრედერიკი, რომელიც თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს მიაწვდის ინფორმაციას ალბერტას უნივერსიტეტში არსებულ 200–მდე საბაკალავრო და 170–მდე სამაგისტრო, სადოქტორო და კვლევითი პროგრამების შესახებ. 
ალბერტას უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების ასეულში შედის, 2015 წლიდან საქართველოს მთავრობასთან არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთ–ერთი პარტნიორი გახდება და საქართველოს მთავრობის სტიპენდიანტებს შესაძლებლობა ექნებათ დაფინანსების მიღების შემთხვევაში სწავლა გაარძელონ აღნიშნულ უნივერსიტეტში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ აღნიშნულ ღონისძიებაზე 20 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პირველი კორპუსის 115–ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორიაში.
Print

« იხ. ყველა სიახლე