2013-10-30

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

30 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსუ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრასგამართავენ.

შეხვედრაზე ისინი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხებენ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 07-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე